GE EN
GE EN

შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა და მასთან დაკავშირებული პრობლემატური საკითხები

რა არის შრომითი ურთიერთობა? შრომითი ურთიერთობა წარმოადგენს სამართლებრივ კავშირს დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის.საქართველოს შრომის კოდექსის მიხედვით, შრომითი ურთიერთობა ეს არის შრომის ორგანიზაციული მოწესრიგების პირობებში დასაქმებულის მიერ დამსაქმებლისათვის სამუშაოს შესრულება ანაზღაურების სანაცვლოდ.სამწუხაროდ,დღევანდელ რეალობაში სამსახურიდან გათავისუფლება ძალზე აქტუალური და მტკივნეული საკითხია.ეს პროცესი ხშირად უკავშირდება ფსიქოლოგიურ სტრესს, ფინანსურ არასტაბილურობას… სტატისტიკური მონაცემებით,საქართველოში საკმაოდ გავრცელებულია პრაქტიკა, როდესაც დამსაქმებელს სურს დასაქმებულის […]

ნასამართლობა

მსჯავრდებული ნასამართლევად ითვლება გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის დღიდან ნასამართლობის გაქარწყლების ან მოხსნის მომენტამდე. ნასამართლობა ქარწყლდება შემდეგ შემთხვევებში : პირობით მსჯავრდებულისათვის – გამოსაცდელი ვადის გასვლის შემდეგ; თავისუფლების აღკვეთაზე უფრო მსუბუქი სასჯელით მსჯავრდებულისათვის – სასჯელის მოხდიდან ერთი წლის შემდეგ; ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულისათვის – სასჯელის მოხდიდან სამი წლის შემდეგ; მძიმე დანაშაულისათვის თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულისათვის […]

მემკვიდრეობით მიღებული ქონების რეგისტრაციის წინაპირობები

იმისთვის, რომ გარდაცვლილი პირის (მამკვიდრებლის) სახელზე რიცხული ქონების გადაფორმება მოხდეს მემკვიდრეზე, აუცილებელია ნოტარიუსს გაცემული ჰქონდეს სამკვიდრო მოწმობა. თუ ქონებას ფაქტობრივად დაეუფლეთ, მაგრამ მამკვიდრებლის გარდაცვალებიდან 6 თვის ვადაში არ მიმართეთ ნოტარიუსს სამკვიდრო მოწმობის გასაცემად, დიდი ალბათობით, ნოტარიუსი უარს გეტყვით სანოტარო მოქმედების განხორციელებაზე, რადგან ვერ დაადგენს თქვენს მიერ ქონებაზე ფაქტობრივად დაუფლების ფაქტს. აღნიშნულის შემდეგ ერთადერთი გამოსავალი, რათა […]

ბრალდებულის პირველი წარდგენა სასამართლოში

სისხლისსამართლებრივი დევნა იწყება –  მას შემდეგ, რაც პირი შეიძენს ბრალდებულის სტატუსს, არა უგვიანეს 48 საათისა პროკურორს სასამართლოში შეაქვს შუამდგომლობა აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შესახებ. შუამდგომლობის წარდგენიდან კი არა უგვიანეს 24 საათისა, მოსამართლე ატარებს სხდომას და განიხილავს საკითხს, თუ რომელი აღკვეთის ღონისძიება უნდა შეეფარდოს ბრალდებულს. აღკვეთის ღონისძიების გამოყენების მიზანია, რომ ბრალდებულმა თავი არ აარიდოს სასამართლოში გამოცხადებას, აღიკვეთოს […]

ადმინისტრაციული პატიმრობა

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ჩადენისათვის ადმინისტრაციულ სახდელად, გამონაკლის შემთხვევებში, შეიძლება გამოყენებულ იქნეს ადმინისტრაციული პატიმრობა 15 დღემდე ვადით, რომელიც გამოიანგარიშება დღე – ღამით. ადმინისტრაციული პატიმრობა არ შეიძლება შეეფარდოთ ორსულ ქალებს, დედებს, რომლებსაც ჰყავთ თორმეტ წლამდე ბავშვები, თვრამეტი წლის ასაკს მიუღწეველ პირებს, პირველი და მეორე ჯგუფის ინვალიდებს. ადმინისტრაციულ პატიმრობას სამართალდამრღვევ პირს შეუფარდებს შესაბამისი რაიონის (ქალაქის) სასამართლოს მოსამართლე. სამართლწარმოება მიმდინარეობს […]