GE EN
GE EN

ბრალდებულის პირველი წარდგენა სასამართლოში

სისხლისსამართლებრივი დევნა იწყება –  მას შემდეგ, რაც პირი შეიძენს ბრალდებულის სტატუსს, არა უგვიანეს 48 საათისა პროკურორს სასამართლოში შეაქვს შუამდგომლობა აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შესახებ. შუამდგომლობის წარდგენიდან კი არა უგვიანეს 24 საათისა, მოსამართლე ატარებს სხდომას და განიხილავს საკითხს, თუ რომელი აღკვეთის ღონისძიება უნდა შეეფარდოს ბრალდებულს. აღკვეთის ღონისძიების გამოყენების მიზანია, რომ ბრალდებულმა თავი არ აარიდოს სასამართლოში გამოცხადებას, აღიკვეთოს […]

ადმინისტრაციული პატიმრობა

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ჩადენისათვის ადმინისტრაციულ სახდელად, გამონაკლის შემთხვევებში, შეიძლება გამოყენებულ იქნეს ადმინისტრაციული პატიმრობა 15 დღემდე ვადით, რომელიც გამოიანგარიშება დღე – ღამით. ადმინისტრაციული პატიმრობა არ შეიძლება შეეფარდოთ ორსულ ქალებს, დედებს, რომლებსაც ჰყავთ თორმეტ წლამდე ბავშვები, თვრამეტი წლის ასაკს მიუღწეველ პირებს, პირველი და მეორე ჯგუფის ინვალიდებს. ადმინისტრაციულ პატიმრობას სამართალდამრღვევ პირს შეუფარდებს შესაბამისი რაიონის (ქალაქის) სასამართლოს მოსამართლე. სამართლწარმოება მიმდინარეობს […]

ალიმენტის დაკისრება

მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ. ალიმენტის ოდენობაზე და გადახდის წესზე თანხმდებიან მშობლები, ხოლო მათი შეუთანხმებლობის შემთხვევაში, მშობელმა, რომელთანაც ცხოვრობენ არასრულწლოვანი შვილები, უნდა მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს ალიმენტის დაკისრება არასრულწლოვანი შვილის/შვილების სასარგებლოდ. ყოველთვიურად გადასახდელი ალიმენტის კონკრეტულ თანხას ასახელებს მშობელი სარჩელში, თუმცა მის ოდენობას საბოლოოდ განსაზღვრავს სასამართლო გონივრული, სამართლიანი […]

სამკვიდროს მიღება

გარდაცვლილი პირის საკუთრებაში არსებული ქონების გადასვლა მემკვიდრეზე ხდება ანდერძით ან/და კანონით. არსებობს კანონით მემკვიდრეთა 5 რიგი, რომლებიც უფლებამოსილნი არიან მიიღონ სამკვიდრო, თუმცა გასათვალისწინებელია, რომ წინა რიგის თუნდაც ერთი მემკვიდრის არსებობა, გამორიცხავს მემკვიდრეობის გადასვლას შემდეგი რიგზე. კანონით მემკვიდრეთა 5 რიგი: ანდერძისმიერი მემკვიდრე კი შეიძლება იყოს ნებისმიერი პირი , რომელიც მამკვიდრებელს დასახელებული ჰყავს ანდერძში, იმ აუცილებელი პირობით […]

ქორწინების შეწყვეტა განქორწინებით

ქორწინების შეწყვეტის ერთ-ერთ საფუძველს წარმოადგენს განქორწინება. განქორწინების საფუძველი შეიძლება გახდეს: როდესაც არსებობს მხარეთა ერთობლივი გადაწყვეტილება განქორწინებასთან დაკავშირებით, აუცილებელია სამოქალაქო აქტების მარეგისტრირებელ ორგანოს მიმართონ ერთობლივი განცხადებით განქორწინების შესახებ. თუ ერთ-ერთი მეუღლე განქორწინების წინააღმდეგია, მეუღლემ რომელსაც სურს განქორწინება, უნდა მიმართოს სასამართლოს განქორწინების მოთხოვნით. სამართალწარმოების შემთხვევაში კი განქორწინებასთან ერთად, სასამართლო ვალდებულია განსაზღვროს ისიც, თუ რომელი შვილი რომელ მშობელთან […]