GE EN
GE EN

სამკვიდროს მიღება

გარდაცვლილი პირის საკუთრებაში არსებული ქონების გადასვლა მემკვიდრეზე ხდება ანდერძით ან/და კანონით.

არსებობს კანონით მემკვიდრეთა 5 რიგი, რომლებიც უფლებამოსილნი არიან მიიღონ სამკვიდრო, თუმცა გასათვალისწინებელია, რომ წინა რიგის თუნდაც ერთი მემკვიდრის არსებობა, გამორიცხავს მემკვიდრეობის გადასვლას შემდეგი რიგზე.

კანონით მემკვიდრეთა 5 რიგი:

  • 1 რიგში – შვილები, მშობლები და მეუღლე.
  • 2 რიგში – დები, ძმები…
  • 3 რიგში – ბებია, პაპა …
  • 4 რიგში – ბიძები, დეიდები, მამიდები.
  • 5 რიგში – ბიძაშვილები, დეიდაშვილები, მამიდაშვილები..

ანდერძისმიერი მემკვიდრე კი შეიძლება იყოს ნებისმიერი პირი , რომელიც მამკვიდრებელს დასახელებული ჰყავს ანდერძში, იმ აუცილებელი პირობით , რომ ისინი ცოცხლები უნდა იყვნენ მამკვიდრებლის გარდაცვალების მომენტისთვის.

პირი, რომელიც არის კანონისმიერი ან ანდერძისმიერი მემკვიდრე, ვალდებულია მამკვიდრებლის გარდაცვალებიდან 6 თვის ვადაში მიიღოს სამკვიდრო ქონება.

სამკვიდროს მიღების 2 გზა არსებობს:

  • ნოტარიუსისთვის განცხადებით მიმართვა სამკვიდროს მიღების შესახებ;
  • სამკვიდრო ქონების ფაქტობრივად დაუფლება;

გაითვალისწინებთ, თუ მამკვიდრებლის გარდაცვალებიდან 6 თვეში ფაქტობრივად დაეუფლეთ სამკვიდრო ქონებას, რომელიც რეგისტრაციას ექვემდებარება (უძრავი ქონება, ავტომობილი), თქვენ ვერ შეძლებთ მის გადმოფორმებას სამკვიდრო მოწმობის გარეშე, რომელსაც გასცემს ნოტარიუსი. თუ თქვენ მამკვიდრებლის გარდაცვალებიდან 6 თვის შემდეგ მიმართავთ ნოტარიუსს და ვერ წარუდგენთ კანონში არსებულ დოკუმენტაციას, რომელიც დადგენილ ვადაში ქონებაზე ფაქტობრივ ფლობას დაგიდასტურებთ, ნოტარიუსი დადგენილებით უარს გეტყვით სამკვიდრო მოწმობის გაცემაზე, რის შემდეგაც თქვენ აუცილებლად უნდა მიმართოთ სასამართლოს.

სამკვიდროს მიღების შესახებ კითხვით შეგიძლიათ მოგვმართოთ წინამდებარე სარეგისტრაციო ბმულის მეშვეობით.

კითხვა გაქვთ? მოგვწერეთ