მიწის ნაკვეთის რეგისტრაცია ერთ-ერთი აქტუალური საკითხი გახლავთ სისტემური რეგისტრაციიდან გამომდინარე, რის გამოც ,,ქართული სამართლის აკადემია“ გთავაზობთ ტრენინგს ,,მიწის ნაკვეთზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესის შესახებ“.
ტრენინგზე დასწრება შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, რომლებსაც სურთ დამოუკიდებლად მიიღონ მონაწილეობა წარმოებაში, გაასაჩივრონ საჯარო რეესტრის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები მიუხედავად იმისა, საკუთარ სახელზე სურთ რეგისტრაცია, თუ წარმოადგენენ მესამე პირთა ინტერესებს.
ტრენინგზე განხილული იქნება შემდეგი საკითხები:
- მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის წესი;
- თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის წესი;
- დაინტერესებული პირის ჩართულობის ფარგლები ადმინისტრაციული წარმოების ეტაპზე და ადმინისტრაციული საჩივრის შედგენა;
- სამართალწარმოების სპეციფიკა და მიმდინარეობა ქონების რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების გასაჩივრებასთან დაკავშირებით;
- სარჩელის შედგენა ქონების რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების ბათილად ცნობასთან დაკავშირებით;
ტრენინგს ჩაატარებს ადვოკატი თამარ გაბადაძე და მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ დასვან კითხვები/მიიღონ რეკომენდაციები უშუალოდ მათ წარმოებაში არსებულ დავასთან დაკავშირებით.
დასწრება შესაძლებელია როგორც ტრენინგ ცენტრში ან დისტანციურად.
ხანგრძლივობა – 6 საათი;