,,ქართული სამართლის აკადემია“ გთავაზობთ ტრენინგს – ,,ადვოკატის ჩართულობა ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში“.
ტრენინგის ფარგლებში განხილული იქნება შემდეგი საკითხები:
- ადმინისტრაციული საჩივრისა და სარჩელის შედგენის სპეციფიკა;
- ადმინისტრაციული სამართალწარმოების ეტაპების განხილვა;
- წარმოება აქტის ძალადაკარგულად გამოცხადებასთან დაკავშირებით;
- სამართალწარმოება ნორმატიული აქტის ბათილად ცნობასთან დაკავშირებით;
- აღიარებითი სარჩელის შედგენისა და სამართალწარმოების სპეციფიკა;
- სარჩელის უზრუნველყოფის სპეციალური სახეების განხილვა და მათი გამოყენების წინაპირობები;
ტრენინგის ხანგრძლივობა 6 საათი;
დამატებითი ინფორმაცია გეცნობებათ რეგისტრაციის შემდგომ.