,,ქართული სამართლის აკადემია“ გთავაზობთ ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდებისთვის მოსამზადებელ კურსს საერთო სპეციალიზაციის მიმართულებით.
წლების მანძილზე დაგროვებულმა გამოცდილებამ განაპირობა უპრეცედენტო პირობებით თქვენზე მორგებული შეთავაზება გაგვეკეთებინა, თქვენი საჭიროებებისა და დროის დეფიციტის გათვალისწინებით შეგვექმნა კურსი, რომლის ფარგლებშიც გთავაზობთ:
- საგამოცდო მასალაში შემავალი ყველა საკანონმდებლო აქტის დეტალურ განმარტებას ჩაწერილს ვიდეო ლექციების სახით, რომლის მოსმენა ნებისმიერ დროს შეგიძლია;
- საგამოცდო მასალაში შემავალი ყველა საკანონმდებლო აქტის პრეზენტაციას, სადაც ძირითადი საკითხებია ჩამოყალიბებული;
- მენტორი ადვოკატისგან თქვენთვის გაურკვეველი საკითხების შესახებ განმარტებების მიღებას;
- ტესტური დავალებების შესრულებას საგამოცდო ფორმატით;
კურსის შესახებ:
- კურსის ხანგრძლივობა -3 თვე;
- გადმოგეგზავნებათ – 24 ვიდეო ჩანაწერი;
- 5 შეხვედრა მენტორ ადვოკატთან (სასწავლო ცენტრში ან/და დისტანციურად);
- 5 ე.წ. ,,იმიტირებული გამოცდა”;
- ღირებულება – 900 ლარი (გადახდა ხდება სამ ეტაპად);
შესაძლებლობა:
- ვინც ბოლო იმიტირებულ გამოცდაში გადალახავს ზღვარს, დააგროვებს 75 ქულას ან მეტს, მიიღებს ,,ქართული სამართლის აკადემიის” სერტიფიკატს;
- მონაწილე, რომელიც წარმატებით ჩააბარებს ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდას, გაივლის 3 თვიან სტაჟირებას ,,ქართული სამართლის აკადემიაში”;
ეს გახლავთ შესაძლებლობა, რომელიც უნდა გამოყენოთ პროფესიაში წარმატების მისაღწევად!