GE EN
GE EN

სამართლის კურსი

განაახლეთ თქვენი იურიდიული ცოდნა და გახდით მოთხოვნადი პროფესიონალი!

ხართ იურისტი, მაგრამ ვერ ახერხებთ კარიერულ წინსვლას ან გსურთ დაუბრუნდეთ იურიდიულ პრაქტიკას წლების შემდეგ? ,,სამართლის კურსი“ სწორედ თქვენთვისაა შექმნილი!

,,სამართლის კურსი” განკუთვნილია მათთვის, ვინც:

  • დიდი ხნის წინ დაამთავრა იურიდიული ფაკულტეტი და სურს დარგში დაბრუნება;
  • მუშაობს იურიდიულ სფეროში, მაგრამ სპეციალიზაციის შეცვლა სურს;
  • სამართლის თეორიული მასალის შესწავლასთან / გახსენებასთან ერთად სურს შეიძინოს პრაქტიკული უნარ-ჩვევები;

 

სწავლების ფორმატი:

  • თქვენ მიიღებთ საკანონმდებლო აქტების შესახებ ტრენინგებს ვიდეო და აუდიო ჩანაწერების სახით, რომლის მოსმენაც შეგიძლიათ თქვენთვის სასურველ დროს;
  • დაიგეგმება შეხვედრა ადვოკატთან (შეგიძლიათ დისტანციურადაც დაესწროთ) და მოგეცემათ შესაძლებლობა გაურკვეველი საკითხების შესახებ ადვოკატისგან მოისმინოთ განმარტება;
  • თეორიული მასალის გახსენების პარალელურად შეიძენთ პრაქტიკული საქმიანობის განსახორციელებლად საჭირო უნარ-ჩვევებს;

 

კურსის გავლის შემდეგ შეძლებთ:

  • მოთხოვნის სამართლებრივად სწორად დასაბუთებას;
  • განახლებული გექნებათ თეორიული ცოდნა ქვეყანაში მოქმედი ნორმატიული აქტების შესახებ;
  • გააზრებული და შესწავლილი გექნებათ საკანონმდებლო სიახლეები;
  • შეძლებთ კომპანიაში იურისტად მუშაობას;
  • შეძლებთ სამართალწარმოების დამოუკიდებლად განხორციელებას პირველი ინსტანციის სასამართლოში;

 

,,ქართული სამართლის აკადემია” გაძლევთ შანსს აიხდინოთ თქვენი ოცნება და დაიბრუნოთ პროფესია, რომელიც პირადი მიზეზების გამო ყურადღების მიღმა დაგრჩათ და შემდგომში გაგიჭირდათ პროფესიაში დაბრუნება.

გელოდებით, დარეგისტრირდით და მიიღეთ დამატებითი ინფორმაცია კურსის შესახებ.

რეგისტრაცია