ადმინისტრაციული სამართლის სპეციალიზებული კურსი წარმოადგენს კომპლექსურ საგანმანათლებლო პროგრამას, რომელიც მოგცემთ შესაძლებლობას გაიაზროთ თეორიული მასალა და შეძლოთ მათი პრაქტიკაში გამოყენებისთვის საჭირო უნარ-ჩვევების გამომუშავება.
კურსის მიზანი –
ადმინისტრაციული სამართლის სპეციალიზებული კურსის მიზანია დაეხმაროს სტუდენტებს, დამწყებ იურისტებსა თუ ადვოკატებს ადმინისტრაციულ სამართლებრივ ურთიერთობებში წარმოებისა და სამართალწარმოების ეტაპზე წარმომადგენლობის განხორციელებაში. კურსის მონაწილე მათზე მორგებული გრაფიკის შესაბამისად, შეძლებს გამოიმუშაოს პრაქტიკული უნარ-ჩვევები, რაც მას შესაძლებლობას მისცემს დამოუკიდებლად და კვალიფიციურად შეასრულონ ნაკისრი ვალდებულებები.
რას გულისხმობს თქვენზე მორგებული გრაფიკი?
კურსის მონაწილეს მიეცემა შესაძლებლობა კურსის ფარგლებში არსებულ ყველა საკითხთან დაკავშირებით მიიღოს წვდომა ვიდეო ლექციებზე (მოისმინოს ის მისთვის სასურველ დროს) და შეასრულოს თემატიკიდან გამომდინარე დავალება, რომლის შემდგომაც ადვოკატთან შეხვედრის დროს (ტრენინგ-ცენტრში ან დისტანციურად) მოხდება გაურკვევლი საკითხებისა და დავალებების განხილვა.
კურსი მოიცავს:
- ზოგადი ადმინისტარციული კოდექსის სრულ ანალიზს და პრაქტიკულ დავალებებს;
- ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის ანალიზსა და შესაბამისი სარჩელის შედგენის სპეციფიკის განხილვას;
- ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ანალიზსა და პრაქტიკული დავალებების შესრულების საფუძველზე გააზრებას;
- მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებისა და რეგისტრაციის პროცედურებისა და სამართალწარმოების განხილვას;
ვისთვის არის კურსი განკუთვნილი:
- იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებისთვის;
- დამწყები იურისტებისთვის;
- პრაქტიკოსი იურისტებისთვის, რომლებსაც სურთ ცოდნის გაღრმავება;
- ადვოკატებისთვის.
კურსის დასრულების შემდეგ მონაწილეები მიიღებენ სერტიფიკატს.
კურსის სილაბუსი და სხვა დამატებითი ინფორმაცია გადმოგეგზავნებათ რეგისტრაციის შემდეგ.
გისურვებთ წარმატებას!