სისხლის სამართლის სპეციალიზებული კურსი წარმოადგენს კომპლექსურ საგანმანათლებლო პროგრამას, რომელიც მოგცემთ შესაძლებლობას გაიაზროთ თეორიული მასალა და შეძლოთ მათი პრაქტიკაში გამოყენებისთვის საჭირო უნარ-ჩვევების გამომუშავება.
კურსის მიზანი –
სისხლის სამართლის სპეციალიზებული კურსის მიზანია დაეხმაროს სამართლის სტუდენტებს საკითხის სიღრმისეულ გააზრებაში, ხოლო დამწყებ ადვოკატებს სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიებისა და სამართალწარმოების ეტაპზე უფლება – მოვალეობების განხორციელებაში. კურსის მონაწილე მათზე მორგებული გრაფიკის შესაბამისად, შეძლებს გამოიმუშაოს პრაქტიკული უნარ-ჩვევები, რაც მას შესაძლებლობას მისცემს დამოუკიდებლად და კვალიფიციურად შეასრულონ ნაკისრი ვალდებულებები.
რას გულისხმობს თქვენზე მორგებული გრაფიკი?
კურსის მონაწილეს მიეცემა შესაძლებლობა კურსის ფარგლებში არსებულ ყველა საკითხთან დაკავშირებით მიიღოს წვდომა ვიდეო ლექციებზე (მოისმინოს ის მისთვის სასურველ დროს) და შეასრულოს თემატიკიდან გამომდინარე დავალება, რომლის შემდგომაც ტრენერთან შეხვედრის დროს (ტრენინგ-ცენტრში ან დისტანციურად) მოხდება გაურკვევლი საკითხებისა და დავალებების განხილვა.
კურსი მოიცავს:
საქმეზე სტრატეგიის სწორად შერჩევის მიზნით და საქმის არსებითი განხილვისთვის მოსამზადებლად მნიშვნელოვანი მატერიალურ სამართლებრივი საკითხების მიზნობრივ გააზრებას:
- ქმედების შემადგენლობის გააზრება და განხილვა;
- მართლწინააღმდეგობისა და ბრალის გამომრიცხველი გარემოებების გააზრება;
- სასჯელი
სასჯელის აღსრულების პროცესში არსებული მნიშვნელოვანი პროცესუალური საკითხების გააზრებას:
- სასჯელაღსრულების დაწესებულებები;
- შეწყალება, ამინისტია;
- პირობითი მსჯავრი;
ვისთვის არის კურსი განკუთვნილი:
- იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებისთვის;
- დამწყები ადვოკატებისთვის;
კურსის დასრულების შემდეგ მონაწილეები მიიღებენ სერტიფიკატს.
კურსის სილაბუსი და სხვა დამატებითი ინფორმაცია გადმოგეგზავნებათ რეგისტრაციის შემდეგ.
გისურვებთ წარმატებას!