,,ქართული სამართლის აკადემია” გთავაზობთ პრაქტიკულ კურსს ,,იურისტის საქმიანობის სპეციფიკა სამეწარმეო ორგანიზაციებში”, რომლის ფარგლებშიც თქვენ შეძლებთ შეისწავლოთ და სრული წარმოდგენა შეიქმნათ კერძო კომპანიებში იურისტის მოვალეობებისა და განსახორციელებელი ქმედებების შესახებ.
კურსის ფარგლებში განხილული იქნება:
- საწარმოს რეგისტრაცია, წესდების შესაბამისობაში მოყვანა მოქმედ კანონმდებლობასთან და კომპანიის სხვა დოკუმენტაციის შედგენის წესი (ბრძანება, კრების ოქმი, გადაწყვეტილება…);
- პარტნიორთა შორის ურთიერთობის სამართლებრივი რეგულირება;
- დირექტორთან სასამსახურო ხელშეკრულების გაფორმების წესი და შრომითი ხელშეკრულებების შედგენა/რეგულირება;
- იურისტის როლი სამშენებლო კომპანიების მიზნებისა და სპეციფიკის გათავალისწინებით (მშენებლობის კატეგორიები, ნებართვები,ლეგალიზაცია,გასაჩივრების მექნიზმები…)
- იურისტის როლი კომპანიის სახელით საჯარო რეესტრში წარმოების ეტაპზე;
- კომპანიის იურისტის როლი საკრედიტო დაწესებულებებთან ურთიერთობაში (სესხის ხელშეკრულების დადება, რესტრუქტურიზაცია…)
- იურისტის როლი კომპანიის საგადასახადო სამართლებრივი საკითხების რეგულირებისას;
- სამართალწარმოების სპეციფიკა და პრაქტიკა კერძო კომპანიებთან მიმართებით.
კურსის მონაწილეს მიეცემა შესაძლებლობა კურსის ფარგლებში არსებულ ყველა საკითხთან დაკავშირებით მიიღოს წვდომა ვიდეო ლექციებზე (მოისმინოს ის მისთვის სასურველ დროს) , რომლის შემდგომაც ადვოკატთან შეხვედრის დროს (ტრენინგ-ცენტრში ან დისტანციურად) მოხდება გაურკვევლი საკითხებისა და დავალებების განხილვა.
ვისთვის არის კურსი განკუთვნილი:
- იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებისთვის;
- დამწყები იურისტებისთვის;
- პრაქტიკოსი იურისტებისთვის, რომლებსაც სურთ ცოდნის გაღრმავება;
- ადვოკატებისთვის.
კურსის დასრულების შემდეგ მონაწილეები მიიღებენ სერტიფიკატს.
კურსის სილაბუსი და სხვა დამატებითი ინფორმაცია გადმოგეგზავნებათ რეგისტრაციის შემდეგ.
გისურვებთ წარმატებას!