GE EN
GE EN

ადვოკატის როლი სანოტარო მოქმედებების შესრულებისას

სპეციალიზებული კურსი

კურსის მიზანია იურისტმა/ადვოკატმა გაიღრმავოს ცოდნა სანოტარო სამართლის მიმართულებით და მიიღოს ინფორმაცია თითოეული სანოტარო მოქმედების განხორციელების სპეციფიკის შესახებ, რათა საადვოკატო საქმიანობის განხორციელებისას მიზნობრივად შეძლოს მათი გამოყენება.

კურსის მონაწილეს მიეცემა შესაძლებლობა კურსის ფარგლებში არსებულ ყველა საკითხთან დაკავშირებით მიიღოს წვდომა ვიდეო ლექციებზე (მოისმინოს ის მისთვის სასურველ დროს), რომლის შემდგომაც ტრენერთან შეხვედრის დროს (ტრენინგ-ცენტრში ან დისტანციურად) მოხდება გაურკვევლი საკითხებისა და დავალებების განხილვა.

კურსის ფარგლებში მიიღებთ ინფორმაციას:

  • სანოტარო მოქმედების სახეების შესახებ;
  • ნოტარიუსის მიერ სანოტარო მოქმედების განხორციელების სპეციფიკის შესახებ;
  • ნოტარიუსის აქტების გასაჩივრების შესახებ;
  • სამკვიდრო საქმის წარმოების შესახებ (ნოტარიუსთან,სასამართლოში);

ვისთვის არის კურსი განკუთვნილი:

  • იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებისთვის;
  • დამწყები იურისტებისთვის;
  • პრაქტიკოსი იურისტებისთვის, რომლებსაც სურთ ცოდნის გაღრმავება;
  • ადვოკატებისთვის.

კურსის დასრულების შემდეგ მონაწილეები მიიღებენ სერტიფიკატს.

კურსის სილაბუსი და სხვა დამატებითი ინფორმაცია გადმოგეგზავნებათ რეგისტრაციის შემდეგ.

გისურვებთ წარმატებას!

რეგისტრაცია