,,ქართული სამართლის აკადემია” გთავაზობთ კურსს ,,იძულებითი სააღსრულებო წარმოება”, რომლის ფარგლებშიც თქვენ დაეუფლებით როგორც თეორიულ ცოდნას იძულებითი აღსრულების შესახებ, ასევე მოგეწოდებათ ინფორმაცია მისი განხორციელებისა და იძულებით აღსრულებაში მონაწილეობისთვის (მხარეთათვის) აუცილებელი ქმედებების შესახებ.
განსახილველი საკითხებია:
- აღსრულების ქვემდებარე აქტები;
- აღსრულების განმახორციელებელი ორგანოები და სააღსრულებო წარმოებაში მონაწილე პირები;
- აღსრულების დაწყება, გადადება, შეწყვეტა, შეჩერება, აღსასრულებელი დოკუმენტის უკან დაბრუნება;
- აღსრულება უძრავ და მოძრავ ქონებაზე;
- იძულებითი საჯარო აუქციონი;
- გამოსახლება, შესახლება, დემონტაჟი;
ტრენინგის ფარგლებში მეტი თვალსაჩინოებისთვის ხელმისაწვდომი იქნება თემატიკიდან გამომდინარე შესაბამისი დოკუმენტაცია და მოყვანილი იქნება პრაქტიკული მაგალითები (კონფიდენციალობის დაცვით).
ტრენინგის სილაბუსი და სხვა დამატებითი ინფორმაცია გეცნობებათ რეგისტრაციის შემდეგ. ტრენინგი მიმდინარეობს ჰიბრიდულ რეჟიმში (დისტანციურადაც).