GE EN
GE EN

მემკვიდრეობით მიღებული ქონების რეგისტრაციის წინაპირობები

იმისთვის, რომ გარდაცვლილი პირის (მამკვიდრებლის) სახელზე რიცხული ქონების გადაფორმება მოხდეს მემკვიდრეზე, აუცილებელია ნოტარიუსს გაცემული ჰქონდეს სამკვიდრო მოწმობა.

თუ ქონებას ფაქტობრივად დაეუფლეთ, მაგრამ მამკვიდრებლის გარდაცვალებიდან 6 თვის ვადაში არ მიმართეთ ნოტარიუსს სამკვიდრო მოწმობის გასაცემად, დიდი ალბათობით, ნოტარიუსი უარს გეტყვით სანოტარო მოქმედების განხორციელებაზე, რადგან ვერ დაადგენს თქვენს მიერ ქონებაზე ფაქტობრივად დაუფლების ფაქტს.

აღნიშნულის შემდეგ ერთადერთი გამოსავალი, რათა გამოირიცხოს ნოტარიუსის მიერ სამკვიდრო მოწმობის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლები, გახლავთ სასამართლოსთვის მიმართვა და იურიდიული მნიშვენლობის ფაქტების დადასტურება. 

არსებობს სპეციალური ფორმა, რომელიც თქვენ უნდა შეავსოთ და მიმართოთ სასამართლოს თქვენი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. თქვენ ასევე მოგეთხოვებათ მოიძიოთ და შესაბამის განცხადებას დაურთოთ მტკიცებულებები, რაც ადასტურებს თქვენი მოთხოვის საფუძვლიანობას. 

თუ აღნიშნულ საკითხზე დამატებითი კითხვები გაქვთ, დაგვიკავშირდით ან მოგვწერეთ თქვენთან საკონტაქტო მონაცემები, რათა შევძლოთ დახმარება, რის საფუძველზეც საკუთრების უფლებით გაიფორმებთ თქვენს კუთვნილ ქონებას. 

კითხვა გაქვთ? მოგვწერეთ