GE EN
GE EN

ქორწინების შეწყვეტა განქორწინებით

ქორწინების შეწყვეტის ერთ-ერთ საფუძველს წარმოადგენს განქორწინება. განქორწინების საფუძველი შეიძლება გახდეს:

  • მხარეთა ერთობლივი განცხადებით მიმართვა მარეგისტრირებელ ორგანოში;
  • სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება.

როდესაც არსებობს მხარეთა ერთობლივი გადაწყვეტილება განქორწინებასთან დაკავშირებით, აუცილებელია სამოქალაქო აქტების მარეგისტრირებელ ორგანოს მიმართონ ერთობლივი განცხადებით განქორწინების შესახებ.

თუ ერთ-ერთი მეუღლე განქორწინების წინააღმდეგია, მეუღლემ რომელსაც სურს განქორწინება, უნდა მიმართოს სასამართლოს განქორწინების მოთხოვნით. სამართალწარმოების შემთხვევაში კი განქორწინებასთან ერთად, სასამართლო ვალდებულია განსაზღვროს ისიც, თუ რომელი შვილი რომელ მშობელთან დარჩეს და რომელ მშობელს რა ოდენობით დაეკისროს ალიმენტის გადახდა.  

განქორწინების რეგისტრაცია შესაძლებელია განხორციელდეს წარმომადგენლის დახმარებით , სათანადო წესით დამოწმებული მინდობილობის საფუძველზე. გაითვალისწინებთ, რომ ცოლის ორსულობის დროს და ბავშვის დაბადებიდან ერთი წლის განმავლობაში ქმარს უფლება არა აქვს ცოლის თანხმობის გარეშე აღძრას საქმე განქორწინებაზე.

კითხვების შემთხვევაში შეგიძლიათ დაგვიტოვოთ თქვენთან საკონტაქტო მონაცემები და მიიღებთ ჩვენგან პასუხებს თქვენთვის საინტერესო სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით.

კითხვა გაქვთ? მოგვწერეთ