,,პრო ბონო“ - საქმიანობა
,,ქართული სამართლის აკადემია“-ში დასაქმებული იურისტები, ადვოკატები, ვაცნობიერებთ რა ჩვენს როლს მართლმსაჯულების განხორციელებისა და ხელმისაწვდომობის პროცესში, ,,პრო ბონო“ (საზოგადოებისთვის სასარგებლო მომსახურების გაწევა უსასყიდლოდ) საქმიანობის ფარგლებში გთავაზობთ :
- სამართლებრივი კონსულტაციების გაწევას უფასოდ;
- ყოველთვიურად, ერთი წარმოების/სამართალწარმოების ეტაპზე, საპროცესო დოკუმენტის მომზადება უფასოდ;
,,ქართული სამართლის აკადემია“-ში , ჩაინიშნება შეხვედრა ,,პრო ბონო“ საქმიანობის ფარგლებში. დაინტერესებული პირები მიიღებენ კონსულტაციას მოქმედი ადვოკატებისგან მათ მიერ გაჟღერებულ სადავო საკითხზე. კონსულტაციების დასრულების შემდეგ კი ,,ქართული სამართლის აკადემიის“ გადაწყვეტილებით ერთ საქმეზე მომზადდება საჭირო საპროცესო დოკუმენტი (სარჩელი, შესაგებელი,საჩივარი, შუამდგომლობა…).
თუ გსურთ ჩვენს მიერ შემოთავაზებული ,,პრო ბონო“ საქმიანობის ფარგლებში მიიღოთ სამართლებრივი მომსახურება , გაიარეთ რეგისტრაცია, რათა შევძლოთ თქვენთან დაკავშირება.
,,ქართული სამართლის აკადემია“ გეგმავს, რომ კიდევ უფრო გაზარდოს ,,პრო ბონო“ საქმიანობის ფარგლებში გასაწევი სამართლებრივი მომსახურების მასშტაბი, ვინაიდან ადვოკატის ,,პრო ბონო“ საქმაინობას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ადამიანის უფლებების დაცვის საქმეში.
რეგისტრაცია
კომპანიის შესახებ
,,ქართული სამართლის აკადემია“ (GLA) გახლავთ კომპანია, რომლის მიზანია როგორც იურიდიული / საადვოკატო მომსახურების განხორციელება, ასევე სამართლის სტუდენტთა და იურისტთა პრაქტიკული ცოდნის შეძენის მხრივ გადამზადება შემდგომში მათი დასაქმების მიზნით.
კომპანია “GLA“ ნებისმიერ პირს (ფიზიკური, იურიდიული) აძლევს შესაძლებლობას მიიღოს კვალიფიციური იურიდიული / საადვოკატო მომსახურება როგორც სისხლის, ასევე ადმინისტრაციული და სამოქალაქო სამართლის მიმართულებით.
სამართალში პრაქტიკული ცოდნის შეძენის უზრუნველსაყოფად, კომპანია “GLA“ იწვევს სხვადასხვა სფეროში მოღვაწე იურისტებს, რათა სამართლის სტუდენტებმა და კურსდამთავრებულებმა შეიძინონ პრაქტიკული ცოდნა მათთვის სასურველი მიმართულებით. ჩვენ ხელს ვუწყობთ მათ შემდგომ დასაქმებას, ვუწევთ რეკომენდაციას პარტნიორ ორგანიზაციებში.
,,ქართული სამართლის აკადემია“ გახლავთ თქვენი საიმედო მხარდამჭერი!
ჩვენი გუნდი

თამარი გაბადაძე
დამფუძნებელი პარტნიორი/ დირექტორი, ადვოკატი

ნაირა გიგიტაშვილი
მოწვეული ტრენერი – სისხლის სამართლის მიმართულებით

ეკატერინე შენგელია
მოწვეული ტრენერი – სანოტარო სამართლის მიმართულებით