კომპანიის შესახებ
,,ქართული სამართლის აკადემია“ (GLA) გახლავთ კომპანია, რომლის მიზანია როგორც იურიდიული / საადვოკატო მომსახურების განხორციელება, ასევე სამართლის სტუდენტთა და იურისტთა პრაქტიკული ცოდნის შეძენის მხრივ გადამზადება შემდგომში მათი დასაქმების მიზნით.
კომპანია “GLA“ ნებისმიერ პირს (ფიზიკური, იურიდიული) აძლევს შესაძლებლობას მიიღოს კვალიფიციური იურიდიული / საადვოკატო მომსახურება როგორც სისხლის, ასევე ადმინისტრაციული და სამოქალაქო სამართლის მიმართულებით.
სამართალში პრაქტიკული ცოდნის შეძენის უზრუნველსაყოფად, კომპანია “GLA“ იწვევს სხვადასხვა სფეროში მოღვაწე იურისტებს, რათა სამართლის სტუდენტებმა და კურსდამთავრებულებმა შეიძინონ პრაქტიკული ცოდნა მათთვის სასურველი მიმართულებით. ჩვენ ხელს ვუწყობთ მათ შემდგომ დასაქმებას, ვუწევთ რეკომენდაციას პარტნიორ ორგანიზაციებში.
,,ქართული სამართლის აკადემია“ გახლავთ თქვენი საიმედო მხარდამჭერი!