GE EN
GE EN

ნაირა გიგიტაშვილი

მოწვეული ტრენერი - სისხლის სამართლის მიმართულებით

1986-1991 წლებში მუშაობდა ქ. თბილისის პროკურატურაში არასრულწლოვანთა შესახებ კანონების განხორციელებაზე ზედამხედველობის სამმართველოს პროკურორად.

1991-1994 წლებში მუშაობდა საქართველოს გენერალური პროკურატურის, სასამართლოებში სისხლის სამართლის საქმეთა განხილვაზე ზედამხედველობის სამმართველოს პროკურორად.

1994-1999 წლებში მუშაობდა საქართველოს გენერალური პროკურატურის სახელმწიფო ბრალდების მხარდამჭერი სამმართველოს უფროს პროკურორად.

გამოქვეყნებული აქვს მეცნიერული ნაშრომები ჟურნალ ”სამართალში”(1988-2000 წწ.) ევენტუალური განზრახვის პრობლემებზე და ნარკოტიკულ დანაშაულზე.

1999-2006 წლებში იყო თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლე.

2006-2009 წლებში იყო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამართლე.

2009-2012 წლებში იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლე.

2013 წლის იანვრიდან ივლისამდე იყო გორის რაიონული სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლე.

2013 წლის ივნისიდან არის ხაშურის რაიონული სასამართლოს მოსამართლე.

2019 წლის ივნისიდან თანამდებობაზე გამწესდა უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე.

2022 წლიდან გახლავთ შპს ,,ქართული სამართლის აკადემიის“ მოწვეული ტრენერი სისხლის სამართლის მიმართულებით.

კითხვა გაქვთ? მოგვწერეთ