“ქართული სამართლის აკადემია” გთავაზობს სასერტიფიკატო ტრენინგს – “საპროცესო დოკუმენტების შედგენის სპეციფიკა”. ტრენინგი განკუთვნილია, როგორც პრაქტიკოსი, ისე დამწყები იურისტებისთვის, სტუდენტებისათვის და იმ პირებისთვისაც, ვისაც სურთ შეისწავლონ საპროცესო დოკუმენტების სწორად შედგენისა და სტრუქტულური გამართულობისათვის საჭირო უნარები.
ტრენინგის მიმდინარეობისას მონაწილეები შეიძენენ საპროცესო დოკუმენტების შედგენისათვის საჭირო უნარ-ჩვევებს, შეისწავლიან წერის სტრუქტურას და გაეცნობიან იმ პრობლემურ საკითხებს, რომლებიც სამართალწარმოების პროცესში ხშირია.
ტრენინგზე განხილული იქნება:
- განცხადებისა და შუამდგომლობის შედგენის სტრუქტურული და შინაარსობრივი მახასიათებლები;
- სარჩელისა და შესაგებლის შედგენის სპეციფიკა და თავისებურებები;
ტრენინგის მიზანია უზრუნველყოს:
- სტუდენტებისათვის პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავება;
- დამწყებ იურისტებსა და ადვოკატებს დაეხმაროს სწორი, სტრუქტურულად გამართული დოკუმენტების შედგენაში;
- მონაწილეებმა შეიმეცნონ განცხადების, შუამდგომლობის, სარჩელისა და შესაგებლის შედგენის სპეციფიკა და მისი ფორმალური გამართულობის თავისებურებები;
- გააძლიეროს პრაქტიკული წერით უნარები, რომლებიც რეალურ საქმეებზე იქნება გამოყენებული;
- მონაწილეებმა შეძლონ დოკუმენტების დამოუკიდებლად მომზადება;
ტრენერი – “ქართული სამართლის აკადემიის” დამფუძნებელი/დირექტორი – თამარი გაბადაძე, რომელიც ასევე გახლავთ საერთო სპეციალიზაციის ადვოკატი და უფროსი მასწავლებელი.
ტრენინგის მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატი და ვაუჩერი, რომლითაც დამატებითი შეღავათით ისარგებლებთ “ქართული სამართლის აკადემიის” ტრენინგებზე.
ტრენინგი ჩატარდება 2025 წლის 28 სექტემბერს (კვირა), ხანგრძლივობა – 3 საათი.
ღირებულება – 100 ლარი. (პირველი 10 რეგისტრირებული პირისთვის მოქმედებს 30%-იანი ფასდაკლება – მათთვის ტრენინგის ღირებულება შეადგენს 70 ლარს.
იჩქარე, დარეგისტრირდი და მოემზადე შენი წარმატებული მომავლის შესაქმნელად!