სამოქალაქო სამართლის სპეციალიზებული კურსი წარმოადგენს კომპლექსურ საგანმანათლებლო პროგრამას, რომელიც მოგცემთ შესაძლებლობას გაიაზროთ თეორიული მასალა და შეძლოთ მათი პრაქტიკაში გამოყენებისთვის საჭირო უნარ-ჩვევების გამომუშავება.
კურსის მიზანი –
სამოქალაქო სამართლის სპეციალიზებული კურსის მიზანია დაეხმაროს სტუდენტებს, დამწყებ იურისტებსა თუ ადვოკატებს კერძო სამართლებრივი ურთიერთობებში წარმომადგენლობის, სამართალწარმოების სპეციფიკის გააზრებაში და მათზე მორგებული გრაფიკის შესაბამისად, პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებაში, რაც მათ შესაძლებლობას მისცემს დამოუკიდებლად და კვალიფიციურად შეასრულონ ნაკისრი ვალდებულებები.
რას გულისხმობს თქვენზე მორგებული გრაფიკი?
კურსის მონაწილეს მიეცემა შესაძლებლობა კურსის ფარგლებში არსებულ ყველა საკითხთან დაკავშირებით მიიღოს წვდომა ვიდეო ლექციებზე (მოისმინოს ის მისთვის სასურველ დროს) და შეასრულოს თემატიკიდან გამომდინარე დავალება, რომლის შემდგომაც ტრენერთან შეხვედრის დროს (ტრენინგ-ცენტრში ან დისტანციურად) მოხდება გაურკვევლი საკითხებისა და დავალებების განხილვა.
კურსი მოიცავს:
- მტკიცების ტვირთის სწორად განაწილების მნიშვნელობასა და სპეციფიკას;
- საპროცესო, მტკიცებულებათა და სარჩელის უზრუნველყოფას;
- სამართალწარმოების სპეციფიკას სახელშეკრულებო ურთიერთობებიდან გამომდინარე;
- დავის წარმოების სპეციფიკას საოჯახო-სამართლებრივ ურთიერთობებში;
- დავის წარმოების სპეციფიკას მემკვიდრეობით-სამართლებრივ ურთიერთობებში;
ვისთვის არის კურსი განკუთვნილი:
- იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებისთვის;
- დამწყები იურისტებისთვის;
- პრაქტიკოსი იურისტებისთვის, რომლებსაც სურთ ცოდნის გაღრმავება;
- ადვოკატებისთვის.
კურსის დასრულების შემდეგ მონაწილეები მიიღებენ სერტიფიკატს.
კურსის სილაბუსი და სხვა დამატებითი ინფორმაცია გადმოგეგზავნებათ რეგისტრაციის შემდეგ.
გისურვებთ წარმატებას!